ფეხბურთი

22:48 | 13.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ეს რუსული ფეხბურთის სირცხვილია" - კომენტატორმა თამაშის კომენტირებაზე უარი თქვა (+VIDEO)

რუსეთის მეორე დივიზიონის დასავლეთ ზონის მე-12 ტურში ვლადიმირის “ტორპედოსა” და “ტეკსტილი” დაუპირისპრდნენ. რა თქმა უნდა, ამ რბილად რომ ვთქვათ, ჩვენთვის უმნიშვნელო თამაშის ირგვლი საუბარს არ ვაპირებთ.

საინტერესო ისაა, რაც 65-ე წუთზე მოხდა: “ტორპედო” უტევდა და თითქოს მეტოქემ საკუთარ საჯარიმოში წესები დაარღვია, მაგრამ მსაჯმა თერთმეტმეტრიანის ნაცვლად ჯარიმა დანიშნა. ამან კი, კომენტატორის გაღიზიანება გამოიწვია. ამავე ეპიზოდს გაგრძელება მოჰყვა და საჯარიმოში ისევ საკამათო სიტუაცია შეიქმნა – ამჯერად ხელით თამაშის გამო, მაგრამ მსაჯი ისევ შეუვალი იყო.

საინტერესოა, რომ აღშფოთებულმა კომენტატორმა თამაშის პირდაპირ ეთერში წაყვანაზე უარი განაცხადა და გამუდმებით ერთსადაიმავე იმეორებდა: ეს რუსული ფეხბურთის სირცხვილია, ეს რუსული ფეხბურთის სირცხვილია!..

საგულისხმოა, რომ ეს ადამიანი ვლადიმირ ნიკოლსკი გახლავთ, რომელიც “ტორპედოს” პრესსამსახურის უფროსია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118537