ფეხბურთი

21:40 | 13.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში ჰარი კეინი გამოარჩიეს

“ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინი პრემიერლიგის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერლიგის ტვიტერის გვერდი ავრცელებს.

კეინმა გასულ თვეში პრემიერლიგაში 4 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. აღშნიშნული ჯილდო ინგლისელმა უკვე მეხუთედ მოიგო. ამაზე მეტჯერ თვის საუკეთესოდ მხოლოდ სტივენ ჯერარდი დაუსახელებიათ – ექვსჯერ.

ამავე თვეში საუკეთესო მწვრთნელის ტიტული “მანჩესტერ სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლას გადაეცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112453