ფეხბურთი

23:14 | 13.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანის მომავალი საფრანგეთის ნაკრებია

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მზადაა, ოცნება აისრულოს და საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია ზუსტი დრო.

ესპანური Mundo Deportivo-ს ცნობით, დიდი შანსია, ეს დამდეგ ზაფხულში მოხდეს. როგორც გამოცემა წერს, თუ საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებს, დიდიე დეშამი პოსტს დატოვებს და მის ადგილს ზიდანი დაიკავებს. თავის მხრივ, ზიზუც თანახმა იქნება, რომ “რეალი” მშობლიურ ნაკრებზე გაცვალოს.

ზინედინ ზიდანი “სამეფო კლუბს” 2016 წლიდან წვრთნის და ამ მცირე დროში ბევრ წარმატებას მიაღწია: ორი ჩემპიონთა ლიგა, ამდენივე ევროპის სუპერთასი, ერთი ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, ესპანეთის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112144