ძიუდო

19:27 | 13.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერაცია ძიუდოისტთა განათლებაზე ზრუნავს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ დაანონსებული პროექტი, რომელიც ძიუდოისტების განათლებაში დახმარებას ითვალისწინებს, უკვე რეალურად ხორციელდება. პირველი ძიუდოისტები, რომლებსაც საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ უმაღლესი სასწავლებლის სწავლის საფასური დაუფარა არიან:

ამირან წიქორიძე - საქართველოს უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი,

იმედა გოგოლაძე - უნივერსიტეტი გეომედი, სამედიცინო ფაკულტეტი,

გიორგი გველესიანი - ქართული უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტი,

ზურაბ კახნიაშვილი - გორის უნივერსიტეტი, განათლებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი,

ჯაბა ქარელიშვილი - გორის უნივერსიტეტი, ბიზნესის ფაკულტეტი.

შეგახსენებთ, რომ პროექტის მიხედვით, საქართველოს ეროვნული, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების წევრები, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებს, მაგრამ ვერ მიიღებენ სწავლის სრულ დაფინანსებას სახელმწიფოსგან, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია თავისი სპონსორების - „ზედაზენისა“ და „პე-ეს-პეს“ დახმარებით საფასურის სხვაობას დაუფარავს.

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113563