ფეხბურთი

16:49 | 13.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა პრემიერლიგაში საუკეთესოდ აღაირეს

“მანჩესტერ სიტის” თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა ინგლისის პრემიერლიგაში სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

ინგლისის საფეხბურთო ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ესპანელმა სპეციალისტმა მაურისიო პოჩეტინოსთან (“ტოტენჰემი”), ჟოზე მოურინიოსა (“მანჩესტერ იუნაიტედი”) და არსენ ვენგერთან (“არსენალი”) კონკურენციაში იმარჯვა.

“მანჩესტერ სიტიმ” სექტემბერში გამართული ოთხივე მატჩი მოიგო: “ლივერპულთან” (5:0), “უოტფორდთან” (6:0), “კრისტალ პალასთან” (5:0) და “ჩელსისთან” (1:0).

გვარდიოლამ, პრემიერლიგაში მუშაობის პერიოდში, თვის საუკეთესო მწვრთნელისთვის განკუთვნილი ჯილდო მეორედ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11195