თამაშგარე

14:40 | 13.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

დებოშიორი ალექს მორგანი

ალკოჰოლისა და დებოშის სიყვარული მამაკაც ფეხბურთელებში ჩვეულებრივი ამბავია და არც არავის უკვირს, მაგრამ სულ სხვა საქმეა, როდესაც “პურიმჭამელი დებოშიორი“ ცნიბილი ქალი ფეხბურთელია. სწორედ ასეთი ვინმე აღმოჩნდა ამერიკის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრი ალექს მორგანი.

28 წლის მოყრილი მორგანი მეგობრებთან ერთად ლუდს და ვისკის დისნეილენდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბარში არახრახებდა, როდესაც კონფლიქტი სრულიად უცნობ ადამიანთან მოუვიდა და კოხტად შემთვრალმა ალექსმა პირიდან ისეთი სიტყვები ამოუშვა - ყურში რო არ შეიშვება.

კონფლიქტის მიწმეები იძახან, მხოლოდ გინებით არ დაკმაყოფილდა და მამაკაცზე ხელითაც გაიწიაო, რასაც თავად მობურთალი ტყუილს უწოდებს. ეს ამბები პრობლემებს შეუქმნის თუ არა ალექს მორგანის საფეხბურთო კარიერას, არ ვიცით, მაგრამ გვარიან ჯარიმას რომ “აირტყამს“ - ცხადია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135754