ფეხბურთი

11:18 | 13.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მასკერანო “ბარსელონადან” წასვლაზე ფიქრობს

“ბარსელონას” არგენტინელი მცველი ხავიერ მასკერანო სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიური კლუბის დატოვებას აპირებს. 33 წლის ფეხბურთელი აცხადებს, რომ კონკრეტული წინადადებები ჯერ არ განუხილავს, თუმცა ამ საკითხზე ფიქრობს.

“კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, კარიერის სხვაგან გაგრძელების ვარიანტებს განვიხილავ. ჯერ ამ საკითხზე არავისთან მისაუბრია. ფიქრის დრო მექნება. “ბარსელონაში” ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მენდობოდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ნაკლებად მიწევს თამაში, რადგან გუნდში კიდევ ორი, მაღალი დონის ცენტრალური მცველი გვყავს. ვცდილობ, შემადგენლობაში ჩემი ადგილისთვის ვიბრძოლო და ნებისმიერ მომენტში მზად ვიყო მოედანზე გასასვლელად, როცა ეს საჭირო იქნება” - ციტირებს მასკერანოს სიტყვებს Marca.

ხავიერ მასკერანომ, რომელიც “ბარსელონაში” 2010 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონში კატალონიელთა შემადგენლობაში 4 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111918