სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

21:47 | 12.10.2017 | ნანახია 1731 - ჯერ

ფაბიო კაპელო "სკუადრა აძურას" გაჭირვების ტალკვესი?

იტალიის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი შესაძლოა, არც მეტი, არც ნაკლები, ფაბიო კაპელო გახდეს. აღნიშნულ ინფორმაციას, Corriere Dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ჩინური “ცზიანსუ სუნინის” დატოვებას აპირებს. “კუადრა აძურას” მესაჭის საკითხი კი, ბოლო დროს ძალზე აქტუალურია. ჯამპიერო ვენტურას თაოსნობით იტალიის ნაკრები მეტად უფერულ ფეხბურთს აჩვენებს და უკვე დაწყებულია მისი შემცვლელის ძიება. კაპელო კი, იტალიელი ჟურნალისტების დასკვნით, ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია.

აქვე აღვნიშნოთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ინგლისურმა მედიამ იტალიის ნაკრებში ანტონიო კონტეს შესაძლო დაბრუნების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

რაც შეეხება კაპელოს – სანაკრებო დონეზე ინგლისსა და რუსეთს ედგა სათავეში, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. თუმცა, საკლუბო კარიერა განსაკუთრებული ჰქონდა: “მილანი”, “რეალი”, “რომა” და “იუვენტუსი” ფაბიომ სხვადასხვა დროს საფეხბურთო მწვერვალზე რამდენჯერმე აიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:35 | 13.10.2017
Rivaldo_Fan (3803)

უმაგრესი მწვრთნელი არის მაგრამ 93ში და 95ში წაგებულ ფინალებს ვერ ვპატიობ ვერაფრით

00:26 | 13.10.2017
salazar (1204)

კაპელოს რომა ყველაზე მაგრად მიყვარდა. კარგი იყო იმდროინდელი სერია ა. თუ რამე აკლია თანამედროვე ფეხბურთს ძლიერი იტალიური კლუბებია, მარტო იუვე არის ჯანზე : )

22:36 | 12.10.2017
zanzibari (184)

მესმის რომ გვაქს სურვილი სტატია საინტერესო გავხადოთ მაგრამ არც მეტი არც ნაკლები ნეტა რას ნიშნავდა ამ შემთხვევაში(რა კაპელო ზანზიბარელია თუ კამპუჩიელი?)

22:26 | 12.10.2017
sabonis (7127)

არ მესმის ამათი თუ შესაცვლელია პლიოფამდე შეცვალონ აბა თუ გავარდა, მერე რა აზრ აქ და თუ გავიდა მაშინ რას ერჩიან იმ პატიოსან კაცს.DD

22:06 | 12.10.2017
ogafa (5191)

დაასვენეთ

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.060916