ფეხბურთი

23:20 | 12.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოზილმა და სანჩესმა, შესაძლოა, “არსენალი” იანვარში დატოვონ

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები მესუტ ოზილისა და ალექსის სანჩესის იანვარში გაყიდვაზე დაფიქრდნენ. გერმანელსა და ჩილელს კლუბთან კონტრაქტები სეზონის ბოლოს ეწურებათ, “მეთოფეების” მთავარ მწვრთნელს არსენ ვენგერს ჯერ კიდევ სჯერა, რომ მოთამაშეებთან შეთანხმებას მიაღწევს, თუმცა ასევე განიხილავს იანვარში მათი გაყიდვის შესაძლებლობასაც.

“რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, გავყიდოთ თუ სეზონის ბოლომდე დავტოვოთ გუნდში ოზილი და სანჩესი. როცა მსგავს სიტუაციაში ხარ, ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა განიხილო.

არაერთხელ მითქვამს, რომ ორივე მათგანის შენარჩუნება მსურს და ვიმედოვნებ, ისინი დარჩებიან. ამ მომენტისათვის მათი მომავლის შესახებ უფრო დაზუსტებით საუბარი გამიჭირდება”, - უთხრა ვენგერმა ESPN-ს.

შეგახსენებთ, რომ ალექსი სანჩესის გადაბირებას ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” ცდილობს, რაც შეეხება ოზილს, იგი “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესთა არეალში მოექცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107043