ფეხბურთი

19:14 | 12.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუდოვიკ ჟიული: “მბაპე უფრო პროფესიონალია, ვიდრე მესი”

ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ლუდოვიკ ჟიული თანამემამულე კილიან მბაპეს აქებს. ფრანგი შემტევის განცხადებით, 18 წლის კილიანი უფრო პროფესიონალია, ვიდრე ლეო მესი.

“კილიანს ფანტასტიკური პოტენციალი გააჩნია. ყველაფერი აქვს, რომ განსაკუთრებული გახდეს. მბაპე უფრო მეტად პროფესიონალია, ვიდრე ლიონელ მესი. მან იცის, როგორ გაუმკლავდეს სირთულეებს. სწორედ ამიტომ, პსჟ-მ აქცენტი მასზე გააკეთა”, - აღნიშნა ჟიულიმ.

შეგახსენებთ, კილიან მბაპე “მონაკოდან” პსჟ-ში 180 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. თინეიჯერ ფრანგს უკვე რამდენიმე რეკორდიც ეკუთვნის. ცოტა ხნის წინ, კი “ოქროს ბურთის” პრედენტენტთა შორისაც მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108957