სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
თამაშგარე

18:46 | 12.10.2017 | ნანახია 4016 - ჯერ

ვეას ლიბერიის პრეზიდენტად არჩევა მალდინიმ მიულოცა

იტალიური “მილანის” ლეგენდარული ფეხბურთელი, “ოქროს ბურთის” მფლობელი ჟორჟ ვეა ლიბერიის პრეზიდენტად აირჩიეს. პირველი მილოცვა კი მან ყოფილი თანაგუნდელისგან, პაოლო მალდინისგან მიიღო.

“ვულოცავ ჩემს ძვირფას მეგობარ ჟორჟ ვეას, რომელმაც პოლიტიკური არჩევნები მოიგო და გახდა ლიბერიის ახალი პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, რომ თავმდაბალი და კეთილშობილი კაცი, მისი ხალხის სრულყოფილი ლიდერი გახდება. სიყვარული და მხარდაჭერა ჩემგან და ჩემი ოჯახისგან”, - დაწერა მალდინიმ “ინსტაგრამში” ვეას გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ვეამ ლიბერიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 2005 წელსაც მიიღო, თუმცა მაშინ, პირველი ტურის გადალახვის შემდეგ, მეორე ტურში დამარცხდა ელენ ჯონსონ სერლიფთან, რომელიც აფრიკის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:59 | 13.10.2017
LApaata (225)

რატომღაც როდესაც ვინმე წერს სიმართლეს ყველა რომელიმე პარტიის აქტივისტი გონიათ ზოგიერთებს. მე ნაცებიც და ქოცებიც მკიდი. აქ უბრალოდ ის ადგილი არაა რომ ბევრი ამ თემაზე გიმტკიცო Andria Xatridze.

20:56 | 13.10.2017
LApaata (225)

Andria Xatridze.... ეს მე დავწერე და ასეცა, როდესაც ფეხბურთიდან პირდაპირ მინისტრი გაგიხდება, ვისაც მთელი თავისი ცხოვრება ბურთზე ქონდა საფიქრალი და არა წიგნებზე, ეს ხალხის უწიგნურობის ბრალიცაა. უფრო ადვილია შეამოწმო რომელ ადგლზე ვართ განათლებით, თუნდაც ახლანდელი მოზარდები რომლებიც ნაკითხები და განვითარებულები გვგონია.

17:02 | 13.10.2017
კორბენ კირილეს ძე კვინტრაია (8410)

რა უჭირს მალდინის ? ერთი თანაგუნდელს პრეზიდენტობა მიულოცა, მეორეს მალე მერად აირჩევენ.
რამდენიმე წელიწადში კი პაოლოს მესამე თანაგუნდელი რომის პაპი გახდება. ამბობენ გატუზო ბიბლიას ჩაუჯდაო

23:06 | 15.10.2017
gogssi (3243)


22:40 | 12.10.2017
O. Mertskhali (1107)

საინტერესოა, როგორ განვითარდება ფეხბურთი ლიბერიაში, ამის შემდეგ

22:10 | 12.10.2017
LApaata (225)

რა ენაღვლება მალდინის, მეგობრები ზოგი პრეზიდენტი და ზოგიც მინისტრები... აფრიკის ქვეყნებში ხდება ასეთები მხოლოდ, თორემ იტალიაში სიზმარში ვერ დაესიზმრებათ ფეხბურთელებს ასეთი მხარდაჯერა ხალხისაგან)) უწიგნურობის ეს.

21:43 | 12.10.2017
ogafa (5191)

მოიკითხა მეგობარი

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.109227