ფეხბურთი

18:19 | 12.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მონტელა, შესაძლოა, პეტკოვიჩმა ჩაანაცვლოს

“მილანის” მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა, შესაძლოა, შვეიცარიის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა ჩაანაცვლოს.

იტალიური გამოცემების ცნობით, “როსონერის” ხელმძღვანელებმა მოლაპარაკება უკვე დაიწყეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას 15 ოქტომბერს მიიღებენ - იმ შემთხვევაში, თუ “მილანი” “ინტერთან” დამარცხდება, იტალიელ სპეციალისტს დიდი ალბათობით კლუბიდან დაითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ პეტკოვიჩი 2012-2014 წლების სეზონში “ლაციოს” წვრთნიდა, რის შემდგომაც შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგა სათავეში.

0.110965