ფეხბურთი

17:43 | 12.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” “ნოუ კამპისთვის” სპონსორის ძიებაშია

“ბარსელონა” “ნოუ კამპის” რეკონსტრუქციას და ტევადობის გაზრდას გეგმავს. სტადიონს ექნება ახალი სახურავი, ულტრათანამედროვე ტაბლო, განახლდება ვიპ ლოჟა. როგორც ვარაუდობენ, სარეკონსტრუქციო სამუშაოები 550 მილიონ ევრომდე დაჯდება.

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაცით, კლუბი იმედოვნებს, რომ იპოვის სპონსორს, რომელისგანაც 200 მილიონამდე ევროს მიიღებს.

სტადიონების სახელის გაყიდვა მსოფლიო ფეხბურთში მიღებული პრაქტიკა გახდა. მაგალითისთვის, იმ სტადიონებიდან, რომელზეც ინგლისის პრემიერლიგის კლუბები თამაშობენ, 8-ს სპონსორის სახელი ჰქვია.

შეგახსენებთ, რომ “ნოუ კამპი” დღეის მონაცემებით 98 ათას მაყურებელს იტევს, რეკონსტრუქციის შემდეგ კი 7 ათასი ადგილის დამატება იგეგმება.

0.111975