სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჭიდაობა

14:47 | 12.10.2017 | ნანახია 1225 - ჯერ

შავაძის ოქრო და ანთაძის ვერცხლი ბულგარეთიდან

ვეტერანი ქართველი მოჭიდავე ტარიელ შავაძე (70 კგ) მსოფლიოს ჩემპიონია. ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა ოქროს გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა.

ფინალამდე შავაძემ ფრანგი ფრედერიკ მიშელ პაული (3:0), ნორვეგიელი ანდრეს ჰამერი (8:0) და თურქი ერგუდერ ბეკისდამატი (10:0) დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი სომეხ არამიას პოღოსიანს აჯობა (1:0).

ბადრი ანთაძეს (85 კგ), იმავე ბერძნულ-რომაულ სტილში, მსოფლიოს პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა - ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:53 | 12.10.2017
O. Mertskhali (1107)

კი მარა, ეს ვეტერანთა შეჯიბრებაც ასეთი სერიოზულია? - რაღაც, სამხიარულო ნოტა არ იგრძნობა არსად: არც სურათზე და არც სტატიაში...

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.17787