ფეხბურთი

13:51 | 12.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე რომში გაემგზავრა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს, შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს.

რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი კონსულტაციაზე რომის კლინიკაში გაემგზავრა, სადაც გადაწყდება მისი მკურნალობის საკითხი.

ჯანოს ტერფის ტრავმა აწუხებს, რის გამოც უელსთან და სერბეთთან ოქტომბრის სანაკრებო მატჩებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112011