ფეხბურთი

0:30 | 12.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემბერსი 2021 წლამდე

“არსენალმა” ახალგაზრდა მცველს კალუმ ჩემბერსს ახალი ხელშეკრულება გაუფორმა, რომლის მიხედვითაც ლონდონური კლუბის ღირსებას 2021 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.

22 წლის ფეხბურთელის ძველ კონტრაქტს ვადა 2019 წელს გასდიოდა.

ცნობისთვის, ჩემბერსი “არსენალს” 2014 წელს “საუთჰემპტონიდან” 20 მილიონ ევროდ შეუერთდა. მან ლონდონური კლუბის მაისურით 59-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. კალუმი გასულ სეზონში “მიდლსბროში” გახლდათ განათხოვრებული და 26 მატჩში 1 ბურთი შეაგდო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131547