სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

20:05 | 11.10.2017 | ნანახია 7235 - ჯერ

ეჭვები: ჩილე სპექტაკლმა შეიწირა?.. (+VIDEO)

სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ზონაში ბოლო ტურის წინ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო. საბოლოოდ, ჩილეს ნაკრები გაიწირა – არტურო ვიდალი და ალექსის სანჩესი მუნდიალს მიღმა დრჩნენ.

ეს, დიდწილად ლიმაში დაფიქსირებულმა შედეგმა განაპირობა. საქმე ისაა, რომ პერუ და კოლუმბია ერთმანეთში დაზავდნენ, რამაც ორივე გუნდი ახეირა: კოლუმბია პირდაპირ ფინალურ ეტაპზე მოხვდა, ხოლო პერუ – პლეი-ოფში.

უცხოური გამოცემები ეჭვობენ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიში გარიგებული გახლდათ – პერუმ და კოლუმბიამ კარგად იცოდა, რომ პარალელურად ჩილეს ნაკრები ბრაზილიასთან უიმედოდ მარცხდებოდა და ასეთ შემთხვევაში ფრე ორივე გუნდს ხელს აძლევდა.

საინტერესოა, რომ ჟურნალისტები ორი ფაქტის გამო ეჭვობენ: თამაშის ბოლოს კოლუმბილეთა ლიდერი რადამელ ფალკაო გამუდმებით და ხანგრძლივად საუბრობდა პერუს ნაკრების მცველებთან და თანაც რამდნეჯერმე მოხდა ასეთი რამ.

გარდა ამისა, საეჭვო გოლი გაუშვა დავიდ ოსპინამ – ჩილე ბრაზილიასთან 0:2 აგებდა, ხოლო პერუ 0:1 მარცხდებოდა, როცა პაოლო გერერომ საჯარიმო დარტყმა შეასრულა. ამ დარტყმულს მაინც და მაინც, აუღებელთა კატეგორიას ვერ მივაკუთვნებდით – ოსპინამ ბურთს ხელიც შეახო, თითქოს გოლი არც უნდა გაეშვა, მაგრამ გამოცდილმა კიპერმა ბურთის მოგერიება ვერ მოახერხა...

აქვე აღვნიშნოთ, რომ კოლუმბიას რომ მოეგო, პერუ პლეი-ოფს მიღმა რჩებოდა და სწორედ ჩილე ითამაშებდა მის ნაცვლად ახალი ზელანდიის წინააღმდეგ. აი, პერუს რომ ემარჯვა, მაშინ პირდაპირ იფორმებდა რუსეთის საგზურს, ხოლო ჩილე მაინც განწირული გახლდათ – პლეი-ოფში კოლუმბია გადიოდა.

საგულისხმოა, რომ პერუს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე 1982 წლის შემდეგ არ უთამაშია და ახლა ძალიან ახლოსაა, ჩინებული შანსიც აქვს... გარიგებულ თამაშებს კი, რა დალევს – ადრეც მომხდარა ანალოგიური. მაგალითად, 2004 წელს სკანდინავიამ იტალიის ნაკრები ჯგუფში ჩატოვა: ბოლო ტურში დანიამ და შვედეთმა სწორედ იმ ანგარიშით დაასრულეს მატჩი (2:2), რაც “სკუადრა აძურას” ჯგუფში ტოვებდა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (21)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:54 | 13.10.2017
bryant-kobe (83)

ეხ მეგობრებო ყველას საქართველოს ნაირი გუნდი კი არ ყავს?
ფეხბურთია და ბურთი მრგვალია, მასე შეიძლება ისიც დაწეროთ რომ დინამომ 81ში იყიდა თასი, ან
საბერძნეთმა 2004, ან პანამამ ამერიკას ფული გადაუხადა და გავიდა.
მოსაგებად თუ გახვალ მინდორზე გაქვს შანსი ფრეს რომ მაინც გამოკრა ხელი ან ერთი ბურთი გაიტანო.
ბოლივიასთან რომ წააგებ არ ხარ ღირსი მოგების, რაც შეეხება იტალიას 2004ში, მოეგო ბელორუსთან 3 ბურთით და აღარ იქნებოდა დამოკიდებული დანია შვედეთის ანგარიშზე.
და კიდდევ მთავარი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა სრულიად არაშედეგისმომცემი თამაში მოიგეს შოტლანდიასთან ჯგუფური თვალსაზრისით, მაშინ როცა
შოტლანდია მოგების შემთხვევში ფლეიოფში მოხვდებოდა მინიმუმ 2 ადგილით თუ გახსოვთ.
ჩილეს დებილი დედა ვატირე, ჰოლანდია დარჩა მსოფლიოს გარეთ.

18:39 | 12.10.2017
federerjamesliverpooldelpotro (5109)

რატო უყურებთ ფეხბურთს თუ სულ ყომარია ან მოუგეთ რამე თუ ყომარი მიდის

13:11 | 12.10.2017
Juice (30)

urugvai-argentina, argentina-peru, columbia-paragvai,dania-rumineti da eg tamashi chacyobili iyo uechveli..

12:20 | 12.10.2017
cerber1 (207)

არგენტინამ და ჩილემ ხალხს მაგარი ფული წააგებინეს,სხვათაშორის ჩილე ღირსია ბოლივიასთან წააგო..რა ეგონათ რო ყომარობდნენ არგენტინამ ტეხნიკურად იყომარა..ფრეები აგორავა და ბოლოს ბულკი გახვრიტა

12:03 | 12.10.2017
cerber1 (207)

ეხლა არ მითხრათ რომ არგენტინის ბოლო 3-4 თამაში სპექტაკლი არ იყო?

სპექტაკლია ყველაფერი (მითუმეტეს ოკენანეს მიღმა) აბა რა არის?

10:00 | 12.10.2017
BEERTRANCE (94528)

არ გამიკვირდება, არგენტინელებს პერუელებს და ბოლივიელებს არ ევასებათ ჩილე, კოლუმბიელებს რა დამოკიდებულება აქვთ არ ვიცი, მარა მგონი მაგენიც. ამიტომ არ გამიკვირდებოდა რო ჩილესთვის ეჩალიჩათ.

01:15 | 12.10.2017
sa2002 (612)

აქ ზოგიერთებს გერმანელები ანგელოზები რომ გონია - 82-ის ავსტრიასთან 1:0 და ალჟირის ჩატოვება უკვე ახსენეს, მაგრამ მაგათი მაიმუნობა სულ ცოტა 74-ში დაიწყო - საწყის ჯგუფში გდრ-თან რომ წააგეს შემდეგ წრეში ბრაზილია/არგენტინა/ჰოლანდიის ჯგუფში რომ არ მოხვედრილიყვნენ.
FAIR PLAY იყო 100%. რაც ფეხბურთი არსებობს მგონი ეს ჩაწყობა და მამაძაღლობა ყოველთვის არსებობდა (შემდეგ უკვე ტოტალიზატორის ერაც დადგა) და ნამდვილად არ მეგულება რომელიმე გუნდი გასვრილი რომ არ იყოს.

16:06 | 12.10.2017
O. Mertskhali (1107)

+

10:08 | 12.10.2017
federerjamesliverpooldelpotro (5109)

74 ში და ჰიტლერის დროს რა ხდებოდა ვერ გეტყვი დდდ

01:13 | 12.10.2017
tengoroma (4638)

ბავარია ჰერტა რა იყო 2-0 ვერ მოიგეს ყველგანაა ყუმარი

01:07 | 12.10.2017
van gaal (118)

მილანი-ბავარია 2-2,ბავარია-მილანი 0-2

00:24 | 12.10.2017
ტორნადო (119)

უნდა ითამაშო და მოიგო თორემ მერე სხვიზდა გადაბრალება გვიანია, თავიდან ყველა თანაბარ სიტვაციაშია და ნულიდან იწყებს და თუ ასეთი ძლუერი ხარ თავისდროზე მოიგე და ნუ იქნები სხვუსი შემხედვარე

00:05 | 12.10.2017
fidofido (904)

დიდი ამბავი 2014 ტში ესპანეთის ბოლო 3 ტური ჩააწყეს და ერთი ნიჩია რაგახდა თან ორივე მოგებული დარჩა

00:03 | 12.10.2017
BATIGOLI 9. (4084)

დანია-შვედეთი თუ ნორვეგია-შვედეთი არ იყო იტალია რომ ჯგუფში დატოვეს. ფეხბურთი შედეგზე ორიენტირებული თამაშია და თუ ორივე გუნდი კმაყოფილია რომელიმე შედეგით,ბუნებრივია რომ თავს არავინ მოიკლავდა ჩილეს გამო.

00:06 | 12.10.2017
fidofido (904)

შვედეთი დანია იყო. როცა იტალია 1-1 იყო დნაია უგებდა შვედეთს 2-1 ს როგორც კი იტალიამ გაუტანა ეგრევე გაათნაბრა შვედეთმაც ეგ თამაშ კარგად მახსოვს

00:09 | 12.10.2017
BATIGOLI 9. (4084)

კი 2-2 დამთავრდა ეგ მახსოვს. საქმე ისაა,რომ ჩილე სხვაზე დამოკიდებული გახდა,რაც ძალიან ცუდია. საკუთარ თავს უნდა დააბრალონ

00:13 | 12.10.2017
fidofido (904)

რაც ამ შესარჩევში ამერიკის კონტინეტზე ფული აკეთეს მასეთი რაღც მე არმახსოვს. ეკვატორი ლიდერობდა და ბოლო 7 თამში ქულა ვეღარ აიღო. არგერტინამ პერუს და ვენესუელას სახლშ ვერ მოუგო? ამას ვერ დავიჯერებ უბრალოდ არმოიგო და მილიონები აკეთეს. აშშ ვაბშე ჩარჩა რასაც სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა კაცი. პანამა გაიყვანეს. იგივე ხორვატიამ ფინეთს ვერმოუგო

16:05 | 12.10.2017
O. Mertskhali (1107)

+

23:58 | 11.10.2017
van gaal (118)

მილანი-ბავარია 2-2,ბავარია-მილანი 0-2

00:59 | 12.10.2017
Alessio (292)

Eg tamashi ra shuashia? Ceeskebtan rom agebda bavaria eg vigulisxme tore milans koveltvis gadaxrili rom kavs bavaria oditganve sul awyobda anu? ))

22:34 | 11.10.2017
zugsvani (6466)

82ში გერმანია-ავსტრია 1-1...მსოფლიომ იცის რო ჩააწყვეს.

00:08 | 12.10.2017
zura-mesi (5553)

გერმანიამ მოიგო1-0, ასე აწყობდათ, ალჟირი ჩატოვეს.

21:46 | 11.10.2017
LApaata (225)

ახლა ვნახე ეგ ჯარიმა. მაგარი შეასრულა, კაი ჯარიმა დაარტყა რას ერჩით კაცს?

21:41 | 11.10.2017
LApaata (225)

კი მარა მაგ ჩილემ და დანარჩენებმა რამდენი თამაში ჩაატარეს? მანამ ვერ მოიგვარა საქმე სამხრეთ ამერიკის ჩემპიონია ბოლო ბოლო.

21:33 | 11.10.2017
zura-mesi (5553)

ერთ დროს იყო თამაშები, ფრე ასე თუ ისე ორივეს აწყობდა და წაგება არცერთს! რომელი გუნდი გადავიდოდა გიჟურ იერიშებზე, მასე ხდება ყველგან და არაფერ შუაშია ევროპა და ამერიკა.
მეორე ვარიანტიცაა-აქ ყველას ავიწყდება პარაგვაი, ფრე იყო გერეროს გოლამდე და არსებობდა დიდი ალბათობა, რომ პარაგვაი მოიგებდა და პერუს ასწრებდა, ასე ყველაფერი რა სიზუსტით გათვალეს ვერ ვხვდები

22:13 | 11.10.2017
federerjamesliverpooldelpotro (5109)

აქ საუბარი ფალკაოს ქცევაზეაო სტატიაშიც ხოა პერუელებს რაღაცას ებაზრებაო თორე ასეთი ფრე ბევრი მახსოვს

21:22 | 11.10.2017
hercogi hari (5)

mecodeba chile,magram tavis tavs daabralos

21:00 | 11.10.2017
geo.ragby (362)

მე გერმანიის ნაკრების გაყიდული თამაში რაღაც არ მახსოვს!

20:27 | 11.10.2017
iceman (1140)

კარგით რა გარიგებულია თამაში როცა ტოტოლიზატორზე თამაშობენ, აქ რეალურად ორივეს აწყობდა ეს შედეგი და თავი არ მოიკლეს უბრალოდ, ჩილემ თავის თავს დააბრალოს

20:23 | 11.10.2017
federerjamesliverpooldelpotro (5109)

ევროპელებისგან თამაშის გაყიდვას ვერ წარმოვიდგენ გერმანელმა როგორ შეიძლება თამაში გაყიდოს მათი მორალი სულ სხვაა.აი სამხრეთ ჩრდილოეთ ამერიკელებისგან შეიძლება რაღაც ჩათლახობას ქონდეს ადგილი

20:44 | 11.10.2017
sabonis (7127)

ევროპა არაა იტალია? იუვენტუსი, რომ სერია ა დან დააქვეითეს და მილანს ქულები დააკლეს ჩაწყობილ თამაშებს არ მოყვა ეგ? რას ვერ წარმოიდგენ? DDDD

21:30 | 11.10.2017
federerjamesliverpooldelpotro (5109)

მაგის მერე მრავალმა წელმა ჩაიარა დღეს აღარ ხდება სერია ბ ში რახდება ეგ არ ვიცი.იტალიელები ისე კი ჩAთლახი სასტავიამარა აი გერმანელები ან ბრიტანელები თამაშს აწყობდნენ წარმოუდგენელი მგონია

21:41 | 11.10.2017
Alessio (292)

ჰო აი იტალიაშია მაფია მარტო დალშე არსად. რამდენიც ბავარიას აქ ნაყომარები იმდენი მაგათი ვან ბუიტენი მ....ნ

21:50 | 11.10.2017
federerjamesliverpooldelpotro (5109)

რომელი თამაში მართლა მაინტერესებს კონკრეტულად

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.218254