ფეხბურთი

19:38 | 10.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ისრაელში ისკო შეიარაღებული ქომაგისგან დაიხსნეს

დიდი ამბები იყო გუშინ თელ-ავივში. ესპანეთის ნაკრებმა არაფრის მომცემი თამაში მოუგო მასპინძელ ისრაელს. ამით, განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა. საინტერესო სულ სხვა რამაა.

საქმე ისაა, რომ რამდენიმე ებრაელი გულშემატკივარი მოედანზე შევარდა და მათ ობიექტივში “ფურია როხას” ლიდერი ისკო ალარკონი გახლდათ. უცხოური მედიის ცნობით, ერთ-ერთი ქომაგი, რომელიც ისკოსკენ მიექანობდა, ცივი იარაღით, კერძოდ, დანით გახლდათ შეიარაღებული.

ზემოხსენებული ქომაგი სტადიონის დაცვამ დროულად შეაჩერა და მოედანი უმალვე დაატოვებინა. აღსანიშნავია, რომ ისრაელის ფეხბურთის ფედერაცია აღნიშნულ ინფორმაცის უარყოფს: “არ არსებობს მტკიცებულება”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112963