სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

16:24 | 10.10.2017 | ნანახია 3699 - ჯერ

NO JANO, NO PARTY

NO TOTTI, NO PARTY – ალბათ, ყველასთვის ნაცნობი ფრაზაა და უპირველესად სწორედ იტალიელ ლეგენდასთან ასოცირდება. თუმცა, საქართველოს ნაკრების ბოლო ორი თამაშის შემყურე, ასეთი გრძნობა გამიჩნდა: NO JANO, NO PARTY – შესაძლოა, გადამეტებულადაც ჟღერდეს, მაგრამ ნათლად გამოჩნდა, თუ რამხელა ძალაა საქართველოს ნაკრებისთვის ჯანო ანანიძე.

გინდ უელსთან მატჩი ავიღოთ, გინდაც სერბეთთან, საქართველოს ნაკრებს ძალიან უჭირდა მეტოქის ნახევარზე ბურთის გაგორება და კომბინაციური ფეხბურთის თამაში. აშკარი იყო, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდს რატომღაც იმპროვიზაცია დააკლდა და ეჭვი მაქვს, ეს რატომღაც, ჯანოს არყოფნა გახლდათ.

როგორც უნდა იყოს, ფაქტები ყველაფერზე მეტყველებენ. შესარჩევი ციკლის 10 მატჩიდან “სპარტაკის” შემტევმა 6 ითამაშა: ავსტრიასთან (ორივე), ირლანდიასთან (ორივე), უელსთან (კარდიფში) და სერბეთთან (თბილისში). მშრალი მონაცემები რომ ავიღოთ, ხსენებულ 6 შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 5 გოლი გაიტანა და აქედან სამში უშუალოდ ჯანომ მიიღო მონაწილეობა – ავსტრიას თავად გაუტანა “დინამო არენაზე”, იმავე ავსტრიასთან ვენაში საგოლე პასი მიითვალა და ირლანდიასთანაც იგივე გაახერხა.

გარდა ამისა, ვინც კარგად აკვირდება ნაკრების თამაშს, თვალნათლივ დაინახავდა, რომ თამაში მთლიანად ანანიძეზეა აწყობილი და იშვიათად, შეტევა ისე დაიწყოს, მასში მონაწილეობას არ იღებდეს. 25 წლის ნახევარმცველის დანაკლისი საქართველოს ნაკრებისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა – მართალია, სხვადასხვა პერიოდში გუნდს სხვა ლიდერები, მაგალითად ჯაბა კანკავა ან თორნიკე ოქრიაშვილი არ ჰყოლია, მაგრამ ცალსახაა, გუნდის თამაშის ხარისხზე ისეთი გავლენა არ მოუხდენია, როგორც ანანიძის შემთხვევაში.

ამას, ვაისიც აღიარებს: თითქმის ყველა ინტერვიუში სლოვაკი ჯანოს მნიშვნელობას ცალკე აღნიშნავს და ისედაც ცხადად ჩანს, რომ თამაში ძირითადად მასზეა აწყობილი – საქართველოს ნაკრებისთვის ანანიძე მთავარი ღერძია. ღერძი, რომელიც ნახევარდაცვასა და შეტევას ერთმანეთთან აკავშირებს. მოკლედ, არ იყო ჯანო და არ იყო ზეიმი. არ იყო ჯანო და არც ფანტაზია იყო შეტევაში.

საერთოდ, ლიდერების არყოფნა ყველა გუნდზე აისახება და მათ შორის, ბუნებრივია, რომ საქართველოს ნაკრებზეც – გუნდზე, რომელსაც ნამდვილად არ აქვს დიდი არჩევანი და არ ჰყავს ბევრი მაღალი კლასის შემსრულებელი.

NO JANO, NO PARTY…

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:33 | 15.10.2017
arsena8 (210)

რატოა ჯანოზე აწყობილიო, აღშფოთნენ აქაური პატარა ჭკუისკოლოფები, იმიტომ რომ არც მესია და არც რონალდო ქართველი, და დანარჩენი ქართველი ფეხბურთელი რომ გადაადნო, ჯანოზე უკეთესად მაინც ვერ ითამაშებს, თუმცა არც ეს წყვიტავს ვარსკვლავებს ციდან, შეახმა სპარტაკის სათადარიგო სკამს, მაგრამ რაცაა ესაა, ყველაზე უკეთეს გუნდშიც თამაშობს და ისედაც უკეთესი ფეხბურთელია.

13:58 | 11.10.2017
gogga78 (749)

გადამეტებულია

22:46 | 10.10.2017
dinamo222 (3652)

და რასტომაა აწყობილი თამაში მაგ წრიპაზე ? სეზონი არ გავა რაღაცა ტრავმა რომ არ მიიღოს და ლამის ნახევარი სეზონი არ გამოტოვოს @@

14:56 | 11.10.2017
maradonarey (233)

წრიპას რატომ ეძახი? განა ცოტა ყოფილა ისეთი ფეხბურთელი ტანით პატარა და ჭკუით და კლასით მაღალი? ასეთია ჯანოც,გიგანტი დვალიშვილია ალბათ შენი ლიუბიმჩიკი )))

19:24 | 10.10.2017
federerjamesliverpooldelpotro (5109)

რუსეთში დარჩენა ნიშნავს კონკურენციის შიშს ერთ ადგილზე ყოფნას მე ასე მგონია

19:24 | 10.10.2017
federerjamesliverpooldelpotro (5109)

ძალიან ნიჭიერია ჯანო ნაკრებშიც ლიდერია ოქრიაშვილთან ერთად მაგრამ დარჩა ამ რუსეთში ვერ დააძვრინა თავი მართლა ჭაობიდან რომელ ქართველს გაახარებენ ეს დედამითე შ ჯდჯ სლილები ბევრად მეტი შეეძლო და შეუძლოა ჯერ კიდე საკლუბო კარიერაში მარა თვითონ არ უნდა როგორც ჩანს

17:35 | 10.10.2017
tomasz (904)

ტრავმები ხო მარა მაინც სულ სკამზე ზის წელს
თან მძიმე ჩემპიონატია რუსეთი დაბალი დონის კი არა მძიმე ნუ რთულია მისი კომპლექტაციის ტიპებისთის იქ გახსნა
არადა შარშან რა თამამად განაცხადა ახლა სპარტაკიდან ლალიგაშ გიჟი თუ წავაო ://////////

19:22 | 10.10.2017
federerjamesliverpooldelpotro (5109)

რუსეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების არ მესმის ისეთების ვისაც მეტი შეუძლია მაგალითად საფრანგეთი.როცა მეტი შეგიძლია რატო უნდა დარჩე ამ უფანტაზიო არაფრის მომცემ ჩემპიონატში პოლიტიკას რო თავი დავანებოთ.ნორმალურად არიან კმაყოფილები არიან იმით რაც აქვთ ამბიცია იმენა არაა რა მაგრა მწყდება გული აი კვირკველიას მაგალითად თავისუფლად შეუძლოა ბორმუთის უდინეზეს ან სხვა რომელიმე გუნდის ძირითადის ფეხბურთელი გახდეს მარა არ უნდა

17:16 | 10.10.2017
valeri8848 (1659)

უბედურებაც ეგაა რომ ნაკრების თამაში ჯანოზეა აწყობილი და მეტი უკეთესი არავინ გვყავს, მე ვისურვებდი რომ ნაკრებს ჯანოს მსგავსი ფეხბურთელებისთვის სათადარიგო სკამიც კი არ ქონდეს
(((((( ზოგი ეხლა ამას ცუდად გაიგებს მაგრამ ეს მისი პრობლემაა))))))

16:59 | 10.10.2017
O. Mertskhali (1107)

ეს შეფასება ცოტა გადამეტებულია, ჩვენს ნაკრებს ჯანოს გარეშეც შეუძლია თავისი ფეხბურთის თამაში (თუ სხვები მწყობრში იქნენ), თუმცა ჯანო უმაღლესი და უსწრაფესი საფეხბურთო ინტელექტის მქონე ფეხბურთელია და რიგი მისი გადაწყვეტილებებისა, ენციკლობედიაშია შესატანი... მე თუ მკითხავთ

18:31 | 10.10.2017
ani-barcelona (3492)

ჯანოსთან ერთად ოქრიაშვილი და მჭედლიძეც რო გაკლია უკვე რთულდება

17:33 | 10.10.2017
tomasz (904)

:დდდდდდდ
ან წითელ წიგნში
როგორც კიდევ ერთი ჩა**ლევებას მდგარი იგროკი რომელმაც კარიერის ევროპაში გაგრძელებას ნახევარ სეზონიანი რუსული ტრამპინი ამჯობინა

17:51 | 10.10.2017
O. Mertskhali (1107)

ეგ შენი აზრი, სულ სხვა თემას ეხება... თუ, 'აჯაფსანდალი' გიყვარს? DDDDDDD

16:51 | 10.10.2017
zirzikichi (2308)

რეალობაა!!

16:38 | 10.10.2017
LApaata (225)

კი ფაქრი სახეზეა, ჯანოს გარეშე სამწუხაროდ ნაკრები მთლად უფანტაზიო და ინერტული იყო. კვეკესკირი სამწუხაეოდ წინ სვლის მაგივრად უკან მიდის, გვილიაც ასევე ...))

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.136989