სხვა

15:54 | 10.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

წყალტუბომ მეორედ მოიგო, ბათუმი და სამტრედია ლიდერობენ  

წყალტუბოში დასრულდა ჭაბუკთა მემორიალური ტურნირი იქაური ხელბურთის ერთ-ერთი მესვეურის, როინ მეტრეველის პრიზზე. ეს შეჯიბრება საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის პირველი წრეც იყო დასავლეთი საქართველოს გუნდებს შორის.

მეტრეველის ხსოვნის ტურნირი, ისევე როგორც ვახტანგ ხელისუფლისა და მილერ ქიშმარიას მემორიალი, რომელიც 5 ოქტომბერს დასრულდა სამტრედიაში, მოიგო წყალტუბოს ჭაბუკთა გუნდმა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში კიდევ ერთხელ დაამარცხა უკრაინელი სტუმარი, ქალაქ მელიტოპოლის გუნდი - 31-25. მელიტოპოლი ამ ტურნირზეც მეორე ადგილზე გავიდა, მესამე პრიზიორი კი შეიცვალა - სამტრედიამ და ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა ერთმანეთში ფრედ, 16-16 ითამაშეს, ბურთების უკეთესი სხვაობით კი ბრინჯაოს მედალი ამჯერად ბათუმელებს ერგოთ.

თუმცა, წყალტუბოს პრომეთე 2002-03 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატში არ მონაწილეობს, ამიტომაც ამ შეჯიბრების დასავლეთის ზონას ლიერობენ სწორედ ბათუმისა და სამტრედიის გუნდები 11-11 ქულით. მესამეზეა აჭარის გუნდი. საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე დასავლეთის 7 გუნდს შორის სწორედ სამტრედიაში და წყალტუბოში ნათამაშები მატჩებით დაკომპლექტდა. ახლა საქმეში ჩაერთვებიან აღმოსავლეთის გუნდები.

ხელბურთი. როინ მეტრეველის მემორიალი, ჭაბუკები. წყალტუბო, 6-8 ოქტომბერი.

1. წყალტუბო 8 ქულა - 2. მელიტოპოლი 6 - 3. ბსბ ბათუმი 5 - 4. სამტრედია 5 - 5. აჭარა 4 - 6. ფოთი 4 - 7. ხელვაჩაური 0 - 8. ქუთაისი 0

8 ოქტომბერი. წყალტუბო - მელიტოპოლი 31-25, ბსბ ბათუმი - ქუთაისი 38-6, ხელვაჩაური - აჭარა 27-36; 7 ოქტომბერი. წყალტუბო - ქუთაისი 29-14. სამტრედია - აჭარა 23-17, ხელვაჩაური - ფოთი 23-26, აჭარა - მელიტოპოლი 18-31, სამტრედია - ფოთი 22-15, ბსბ ბათუმი - მელიტოპოლი 0-10; 6 ოქტომბერი. წყალტუბო - სამტრედია 26-19, ბსბ ბათუმი - ხელვაჩაური 23-13, აჭარა - ქუთაისი 37-13, მელიტოპოლი -ფოთი 31-17, სამტრედია - ბსბ ბათუმი 16-16, ხელვაჩაური - წყალტუბო 14-31, ფოთი - ქუთაისი 28-16

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ჭაბუკები, 2002-03

დასავლეთი, პირველი წრე.სამტრედია, წყალტუბო, 3-8 ოქტომბერი.

სამტრედია. ქუთაისი - ზუგდიდი 2 20-14, ფოთი - აჭარა 19-23, ხელვაჩაური - ზუგდიდი-2 21-18, სამტრედია - ხელვაჩაური 17-8, ქუთაისი - ხელვაჩაური 25-23, ბსბ ბათუმი - აჭარა 26-23, სამტრედია - ქუთაისი 28-8, ფოთი - ბსბ ბათუმი 17-25, სამტრედია - ზუგდიდი-2 29-11

წყალტუბო. ბსბ ბათუმი - ხელვაჩაური 23-13, აჭარა - ქუთაისი 37-13, სამტრედია - ბსბ ბათუმი 16-16, აჭარა - ზუგდიდი 2 24-12, ფოთი - ქუთაისი 28-16, სამტრედია - აჭარა 23-17, ზუგდიდი 2 - ბსბ ბათუმი 0-10, ხელვაჩაური - ფოთი 23-26, სამტრედია - ფოთი 22-15, ზუგდიდი - 2 - ფოთი 0-10, ბსბ ბათუმი - ქუთაისი 38-6, ხელვაჩაური - აჭარა 27-36

BSB ბათუმი 11 ქულა, სამტრედია 11, აჭარა 8, ოქროს ვერძი ფოთი 6, ქუთაისი 4, ხელვაჩაური 2, ზუგდიდი 0

0.137243