თამაშგარე

15:47 | 10.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინელი ლამაზმანი საწმერთულის შემოძარცვით “იმუქრება“

არგენტინელი მოდელი, არაცელ გონსალესი, რომელსაც ერთ დროს მისი თანამემამულე ფეხბურთელის, ლისანდრო ლოპესის სარეცელშიც აქვს ნაბუღრავები, ბოლო დროს ჩრდილიში მოექცა, რასაც თავად არაცელი ცხადია ვერ გუობს და თავპატიჟდაუდებლად ცდილობს საზოგადოებას თავისი პერსონა კვლავ შეახსენოს.

არაცელი ერთ დროს “მის არგენტინაც“ კი გახლდათ და არგენტინისთანა ლამაზმანებით გადაძეძგილ ქვეყანაში რომ იპირველებ, ცხადია ამბიციებიც გვარიანი გექნება და შეიძლება ისიც კი იფიქრო, რომ არათუ ამერიკის კონტინენტზე, მთელს მსოფლიოშიც კი არ დაიარება შენდარი ლამაზმანი.

ამასწინათ, სენიორიტა არაცელს ერთ-ერთ ტელეშოუში უთქვამს, თქვენ ჯერ კიდევ არ იცით მე რეები შემიძლია და თუ მოვინდომე, საწმერთულს აქვე, პირდაპირ ეთერშიც კი შემოვიძარცვავო. მოენდომებინა მერე ვინ უშლიდა? როგორც ჩანს მისთვის არავის უსწავლებია - საქმე ლაპარაკის ნაცვლადო...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116077