ფეხბურთი

23:15 | 10.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუკასლმა” კაპიტანს გაუხანგრძლივა

“ნიუკასლმა” გუნდის კაპიტანს ჯამაალ ლასკელესს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა. “კაჭკაჭების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელი “სენტ ჯეიმს პარკზე” 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ცნობისთვის, “ნიუკასლმა” ლასკელესი 2014 წელს “ნოტინგემიდან” 5 მილიონ ევროდ დაიმატა. მან ამ დროის განმავლობაში 76 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. “კაჭკაჭების” ცენტრალურმა მცველმა მიმდინარე პრემიერლიგა შედეგიანად დაიწყო – 7 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.117401