ფეხბურთი

22:13 | 9.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: “ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი კვლავ “რეალია”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის 2017-2018 წლების სეზონის მთავარი ფავორიტი “რეალია” და მადრიდელებს ზედიზედ მესამედ შეუძლიათ აღნიშნული ტურნირის მოგება.

“ჩემპიონთა ლიგაზე “რეალის” გამარჯვება რეალურია. დიახ, ის ტურნირის მთავარი ფავორიტია. დასაწყისში, შესაძლოა, მათ მცირე პრობლემები ჰქონდათ, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ჩვეულ ფორმას დაუბრუნდნენ.

“დორტმუნდთან” მატჩში “სამეფო კლუბმა” თავისი შესაძლებლობების 70% აჩვენა მხოლოდ, თუმცა გამარჯვება მაინც მოიპოვა”, - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა, რომლის გუნდი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში სწორედ მადრიდულმა გრანდმა დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110205