ფეხბურთი

17:56 | 9.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” ზამთარში 3 ფეხბურთელი დატოვებს

კატალონიის “ბარსელონა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარის დროს რამდენიმე ფეხბურთელთან გამომშვიდობებას გეგმავს. სიაში ჯერჯერობით სამი ფეხბურთელი მოხვდა, თუმცა როგორც ესპანური მედია წერს, მათ კიდევ რამდენიმე დაემატება.

წამსვლელების სიაში კი ამ დროისთვის “ბლაუგრანას” მცველი ტომას ვერმალენი, თურქი ნახევარმცველი არდა თურანი და თავდამსხმელი პაკო ალკასერი არიან.

გასულ სატრანსფერო პერიოდში 30 წლის თურქი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ლონდონის “არსენალი” იჩენდა, თუმცა ეს ტრანსფერი არ შედგა.

აღსანიშნავია, რომ ვერმალენსა და თურანს მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” შემადგენლობაში თამაში არ ჩაუტარებიათ. რაც შეეხება ალკასერს, მან ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე ჯამში 115 წუთი გაატარა.

0.125649