სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჭიდაობა

12:28 | 9.10.2017 | ნანახია 2119 - ჯერ

თავისუფლების 9 მედალი სომხური ხალიჩიდან

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გასულ უქმეებზე, სომხეთის ქალაქ ვანაძორში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - "სტეპან სარგსიანის თასზე" 9 მედალი მოიპოვა.

მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ნაკრების ტიტულოვან წევრებს დასვენების საშუალება მისცა და შეჯიბრებაზე გადახალისებული შემადგენლობა იახლა.

ქართველთაგან ყველაზე შედეგიანად ავთანდილ კენჭაძემ იჭიდავა - 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა შეხვედრა მოიგო და ჩემპიონი გახდა. კონსტანტინე ხაბალაშვილსა (70 კგ) და გიორგი მეშვილდიშვილს (125 კგ) უმაღლეს ტიტულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. შალვა ხუციშვილმა (61 კგ), ომარ გურჯიძემ, ლევან ქელეხსაშვილმა (ორივე 70 კგ), გიორგი ლობჟანიძემ (74 კგ), დავით ხუციშვილმა და ნიკა კენჭაძემ (ორივე 74 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

"სტეპან სარგსიანის თასი" მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანების (UWW) ეგიდით გაიმართა და მონაწილეობა საქართველოს, სომხეთის, რუსეთის, ირანის, უკრაინისა და ბულგარეთის ნაკრებებმა მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:24 | 09.10.2017
ogafa (5191)

წარმატებები

17:14 | 09.10.2017
@beka@ (908)

ზატო აზერებმა ტოლმა დაახიეს

01:43 | 12.10.2017
mushni (71917)

+1

17:14 | 09.10.2017
@beka@ (908)

ყარაბახი აახიეს? და ერევანის სახანო?

17:13 | 09.10.2017
@beka@ (908)

არ ევასებათ ერთურთი?

17:13 | 09.10.2017
@beka@ (908)

აზერბეიჯანი არ იყო?

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.186444