ავტოსპორტი

21:40 | 8.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონს მეოთხე ტიტულამდე ოთხი ნაბიჯი აშორებს

...ოთხი ნაბიჯი, ანუ დარჩენილი ოთხი ეტაპი აშორებს. ლუის ჰამილტონმა იაპონიის დიდი პრიზის რბოლა მოიგო და უახლოს მდევარ სებასტიან ფეტელთან უპირატესობა 59 ქულამდე გაზარდა. დარჩენილ ოთხ რბოლაში, მაქსიმუმ 100 ქულის აღებაა შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰამილტონს ტიტულის მოსაპოვებლად, ამ ოთხ რბოლაში 41 ქულის აღებაც ჰქოფნის.

ჰამილტონმა სტარტზევე იოლად შეძლო მოწინავე პოზიციის შენარჩუნება და ფინიშამდე მხოლოდ მაშინ დათმო, როცა პიტ სტოპი შეასრულა. რბოლის მიწურულს მას პრობლემები ჰქონდა - ბორბლებს ვიბრაცია დაეწყო, მაგრამ ამის მიუხედავად, მაქს ფერსტაპენს შეტევის საშუალება არ მისცა.

რბოლა მეოთხე წრეზევე დაასრულა ფეტელმა, ვინც სტარტიდან მალევე რამდენიმე პოზიცია დათმო, რაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ძრავის ანთების სისტემის ტექნიკურ გაუმართაობას გამოუწვევია. ასეა თუ ისე, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმ ზედიზედ მესამე რბოლის დასრულება ვერ შეძლო და პრაქტიკულად დაკარგა მეხუთე ტიტულისთვის ბრძოლის შანსი.

ფერსტაპენმა სტარტზევე შეძლო თანაგუნდლ დანიელ რიკარდოს ჩამოტოვება და მალევე ფეტელსაც გაუარა, მაგრამ ჰამილტონს შესატევ დისტანციაზე ვერ მიუახლოვდა. ამის შანსი, რბოლის მიწურულს ჰქონდა, როცა ჰამილტონმა ვიბრაციის გამო ტემპი დააგდო, თუმცა წრეზე ჩამორჩენილი ფერნანდო ალონსოს გასწრებაზე ბევრი დრო დაკარგა.

„დღეს ასეთი სიტუაცია მქონდა - მან წინა რბოლა მოიგო და ამჯერად წარმატების გამეორების საშუალება არ უნდა მიმეცა. ერთ მომენტში გავიფიქრე, ჩემს უკან მომავალი ბიჭი ძალიან ახალგაზრდაა და მე მას უნდა ვაჩვენო რომ მაგარი ვარ და გამოცდილება მაქვს“, - ნარბოლევს, კვარცხლბეკზე სახელდახელო ინტერვიუსას, ინდი 500-ის გამარჯვებულ ტაკუმა სატოს განუცხადა ჰამილტონმა.

„მსიამოვნებს იმ ეპოქაში ასპარეზობა, როცა ასეთი დიდებული ახალგაზრდა მრბოლის ჩამოყალიბება ხდება. მე რომ დავამთავრებ, ის კიდევ დიდხანს დარჩება და მანამდე მე უნდა შევძლო და მას მეტისმეტად ბევრი პოულის და რბოლის მოგების საშუალება არ მივცე“,- დასძენს ჰამილტონი.

იაპონიის დიდი პრიზი

სუზუკა, დისტანცია 307.471 კმ (5.807 კმ, 53 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:27:31.194
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) +1.211
  3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 9.679
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 10.580
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 32.622
  6. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 67.788
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 71.424
  8. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 88.953
  9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 89.883
  10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
  11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  12. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1 წრე
  13. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1 წრე
  14. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1 წრე
  15. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 2 წრე

გ. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 8 წრე

გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 13 წრე

გ. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 46 წრე

გ. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 49 წრე

გ. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 53 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ვალტერი ბოტასი - 1:33.144 (50-ე წრე)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 306 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 247; 3. ვალტერი ბოტასი - 234; 4. დანიელ რიკარდო - 192; 5. კიმი რაიკონენი - 148; 6. მაქს ფერსტაპენი - 111; 7. სერხიო პერესი - 82; 8. ესტებან ოკონი - 65; 9. კარლოს საინსი - 48; 10. ნიკო ჰულკენბერგი - 34; 11. ფელიპე მასა - 34; 12. ლანს სტროლი - 32; 13. რომენ გროჟანი - 28; 14. კევინ მაგნუსენი - 15; 15. სტოფელ ვანდოორნი - 13; 16. ფერნანდო ალონსო - 10; 17. ჯოლიონ პალმერი - 8; 18. პასკალ ვერლაინი - 5; 19. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) - 4; 20. მარკუს ერიკსონი - 0; 21. ანტონიო ჯოვანაცი (იტალია, ზაუბერი) - 0; 22. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) - 0

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედეს-AMG – 540 ქულა; 2. ფერარი - 395; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 303; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 147; 5. უილიამს-მერსედესი - 66; 6. ტორო როსო-რენო - 52; 7. ფაას-ფერარი - 43; 8. რენო - 42; 9. მაკლარენ-ჰონდა - 23; 10. ზაუბერ-ფერარი - 5

0.126984