ფეხბურთი

20:33 | 8.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" აგუეროსთვის 89 მილიონი გაამზადა

იტალიური “მილანი” “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელ სერხიო აგეუროს შეძენას გეგმავს. Sun-ის ცნობით, “როსონერის” ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან ანდრე სილვასა და ნიკოლა კალინიჩის თამაშით და ტოპ ფორვარდის მოყვანას ზამთარში აპირებენ.

ინგლისური გამოცემა იმასაც წერს, რომ იტალიელებს არგენტინელი შემტევის სანაცვლოდ 89 მილიონი ევრო აქვთ გამზადებული. გარდა ამისა, იტალიური მედია იტყობინება, რომ აგუერო “მილანში” იმ შემთხვევაში გადავა, თუ “სიტი” “არსენალიდან” ალექსის სანჩესის გადაბირებას შეძლებს.

სერხიო აგუერო ამჟამად ტრავმირებულია და მკურნალობს – ერთი კვირის წინ იგი ავტოვარიაში მოჰყვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106858