ფეხბურთი

19:40 | 8.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფელაინი 3 კვირა ვერ ითამაშებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ბელგიელი ნახევარმცველი მარუან ფელაინი თამაშს სამი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. Sky Sport-ის ინფორმაციით, სამედიცინო გამოკვლევის შედეგად არ გამართლდა ვარაუდი, რომლის მიხედვითაც, ფელაინს სერიოზული დაზიანება აღენიშნებოდა, არ გამართლდა.

ბელგიელმა ტრავმა ბოსნიის ნაკრებთან შეხვედრაში მიიღო და პირველივე ტაიმში შესაცვლელი გახდა. ამრიგად, იგი ბელგიის ნაკრებს კვიპროსთან ვერ დაემხარება, ხოლო “მანჩესტერს” “ლივერპულის”, “ბენფიკას”, “ჰადერსფილდის”, “სუონსისა” და შესაძლო, “ტოტენჰემის” წინააღმდეგ დააკლდეს.

მიმდინარე სეზონში მარუან ფელაინის ანგარიშზე 8 მატჩი და 4 გატანილი გოლია.

0.115355