ავტოსპორტი

15:03 | 7.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონის პირველი იაპონური პოული

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერმა ლუის ჰამილტონმა იაპონიის დდ პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და თავის კარიერაში პირველად, სუზუკაზე სტარტზე პირველად დაიკავებს მოწინავე პოზიციას. ბრიტანელმა პილოტმა წრე წუთსა და 27.319 წამში გაიარა და 1.6 წამით გააუმჯობესა სუზუკას წრის საკვალიფიკაციო რეკორდი, რომელიც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს ეკუთვნოდა.

ჰამილტონმა 0.332 წამით აჯობა თავის თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს, მაგრამ ამას გადაცემათა კოლოფის შეცვლის გამო, სტარტზე ხუთი ადგილით უკან დაწევა მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ სტარტზე ჰამილტონის უკან, მისი უშუალო მეტოქე, სებასტიან ფეტელი დადგება, რომელიც ლიდერს 34 ქულით ჩამორჩება.

„წარმოუდგენელია, ძალიან კარგი დღე მქონდა. ყოველი წრე შესანიშნავი იყო. ეს აქ ჩემი პირველი პოულია. სულ უფრო ცოტა დრო მრჩებოდა ამ პოულის მოსაგებად. ამიტომ, დღეს ტრასაზე იმისთვის გამოვედი, რომ ამისთვის მიმეღწია“, ამბობს ჰამილტონი, ვინც ფ1-ში თავის სადებიუტო სეზონშივე მოიგო იაპონიის დიდი პრიზის კვალიფიკაცია, მაგრამ მაშინ რბოლას ფუძის ტრეკმა უმასპინძლა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონისთვის ეს ამ სეზონში მეათე პოულ პოზიციაა.

ფეტელის უკან ორი ადგილი „რედ ბულის“ პილოტებმა, დანიელ რიკარდომ და მაქს ფერსტაპენმა დაიკავეს. მათ კი კიმი რაიკონენი რომლის მანქანის მომზადება გუნდმა ზედ რბოლის წინ დაასრულა. ფინელს მესამე პრაქტიკის დრო ინციდენტი შეემთხვა, რა დროსაც გადაცემათა კოლოფი დაუზიანდა. მისი შეცვლის გამო კი, სტარტზე მასაც პოზიციების დათმობა მოუწევს.

კიდვ უფრო მეტი საჯარიმო ქულა ერგო ფერნანდო ალონსოს, რომელმაც კვალიფიკაცია მე-10 პოზიციაზე დაასრულა, თუმცა იმის გამო, რომ „მაკლარენმა“ მის მანქანაზე მთლიანად შეცვალა ძალური დანადგარი, ესპანელს 35 პოზიციის დათმობა მოუწევს. სასტარტო რიგში ამდენი ადგილი არაა, მაგრამ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სტარტზე ბოლო ადგილზე დადგება.

იაპონიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:27.319
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:27.651
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:27.791
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:28.306
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:28.332
  6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:28.498
  7. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:29.111
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:29.260
  9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:29.480
  10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:30.687

- - - - - - - - - -

  1. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:29.778
  2. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:29.879
  3. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:29.972
  4. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:30.022
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:30.413

- - - - - - - - - -

  1. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:30.849
  2. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:31.317
  3. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:31.409
  4. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:31.597
  5. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1:31.885
0.102121