სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჩოგბურთი

13:37 | 7.10.2017 | ნანახია 2276 - ჯერ

გაებმება ბასილაშვილი შანხაის ბადეში?

ორშაბათს შანხაიში წლის ბოლოსწინა მასტერსი დაიწყება, რომლის გაერთიანებული საპრიზო ფონდი 8 092 625 ამერიკულ დოლარს შეადგენს, შაბათს და კვირას კი ამ დიდი შეჯიბრების საკვალიფიკაციო ტურნირი გათამაშდება, რომლის 7 გამარჯვებული ძირითად ბადეში მოხვდება. შანხაის მასტერსი იმდენად წარმომადგენლობითია, რომ მასში მონაწილეობის მისაღებად წინასწარი შერჩევის გავლა ერთობ მაღალრეიტინგიან ჩოგბურთელებს უწევთ, მაგალითად, ალექსანდრ დოლგოპოლოვს (44), ლეონარდო მაიერს (54) ან თუნდაც ჩვენებურ ნიკოლოზ ბასილაშილს (60).

ქართველთა 25 წლის ჯილამ უკვე მოახერხა კვალიფიკაციის ფინალში გაღწევა - 21 წლის ჩინელ ფაძინ სუნს (494) საათნახევარში 6:3, 7:6 მოუგო. გადამწყვეტ მატჩში ნიკოლიზის მეტოქე 27 წლის კანადელი ვაშეკ პოსპიშილი (84) იქნება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:48 | 08.10.2017
empoli (775)

ბასილაშვილი ხვალ უკვე დელ პოტროს ეთამაშება.

14:21 | 08.10.2017
kent545 (181)

Basilam ki moigo magram am halepis dedac ra.zustad eg miweria mec

12:50 | 08.10.2017
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2647)

ჰალეპზე და ბასილაშვილზე მე დამედოს და მეხეიროს არ მინახია

23:50 | 07.10.2017
NADAL RAFAEL (4460)

იმედია გაებმება

ბეიჯინგზე და ტოკიოზეც დაგეწერათ ერთი-ორი სიტყვა არ გაწყენდათ..

21:09 | 07.10.2017
naiki (4225)

ჰო ანკესს თუ არ წამოეგო შაიძლება ბადეში სადღაც მაინც გაებას

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.149992