ფეხბურთი

15:36 | 7.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰაინკესი “ბაიერნს” თხოვნით მიმართავს

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი “რეკორდმაისტერთან” კონტრაქტის გაფორმებამდე კლუბის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართავს. Rheinische Post-ის ინფორმაციით, მას გუნდში ასისტენტად პეტერ ჰერმანის მიყვანა უნდა, რომელიც მე-2 ბუნდესლიგის ლიდერ გუნდში, დიუსელდორფის “ფორტუნაში” მუშაობს მთავარი მწვრთნელის, ფრიდჰელმ ფუნკელის ასისტენტად.

როგორც ჰაინკესი კლუბის ხელმძღვანელებთან საუბრისას ამბობს, ჰერმანი ყოველთვის კარგი პარტნიორი იყო და თუ “რეკორდმაისტერი” მას 1,75 მილიონ ევროს გადაუხდის, ის აუცილებლად დასთანხმდება წინადადებას მიუხედავად, იმისა, რომ “ფორტუნასთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

ჰაინკესი და ჰერმანი ერთმანეთს კარგად იცნობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2011-2013 წლებში ისინი სწორედ “ბაიერნში” მუშაობდნენ ერთად.

0.11691