ფეხბურთი

11:30 | 7.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: “ნეიმარი თუ გრიზმანი?”

“პარი სენ-ჟერმენის” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა კილიან მბაპემ ერთმანეთს ანტუან გრიზმანი და ნეიმარი შეადარა და აღნიშნა, რომ ორივე საუკეთესოა.

“ძალიან კარგად ვგრძნობ თავს შეტევაში. ჩემს საქმეს ვაკეთებ და კმაყოფილი ვარ. მეტი პროგრესის მისაღწევად ბევრი მუშაობა მჭირდება, განსაკუთრებით ტექნიკური თვალსაზრისით. ხანდახან, როცა ბურთს ვკარგავ, დაცვაშიც უნდა ვითამაშო.

ვინ უფრო კარგი პარტნიორია - ნეიმარი თუ გრიზმანი? ორივე! ისინი სხვადასხვა სტილის მოთამაშეები არიან. ნეიმარს აქვს შემოქმედებითი ნიჭი, გრიზმანს კი კარგი ინსტინქტი იმისა, თუ როგორ უნდა წაიწიოს წინ უპრობლემოდ. ორივესგან ძალიან ბევრს ვსწავლობ”, - განაცხადა მპაპემ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ბულგარეთს სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩი 7 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109479