ფეხბურთი

22:15 | 6.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელთა ნაკრების მეორე მარცხი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი დანიასთან ჩაატარა და 2:5 წააგო. პატარა "ჯვაროსნები" ზედიზედ მეორე შეხვედრაში დამარცხდნენ და მე-3 ჯგუფში ბოლო ადგილზე არიან.

21-ე წუთისთვის ახალგაზრდა დანიელები უკვე 2:0-ს იგებდნენ. მატჩში ანგარიში მე-7 წუთზე, "გენკის" თავდამსხმელმა მარკუს ინგვარტსენმა მიკელ დუელუნდის გადაცემის შემდეგ გახსნა. მალევე კი დუელუნმაც გამოიჩინა თავი. მარკუსმა 50-ე წუთზე ტაბლოზე 3:0 დააფიქსირა, ხოლო "დორტმუნდის" ფეხბურთელმა იაკობ ბრუნ ლარსენმა მიკელის კიდევ ერთი შედეგიანი გადაცემის შემდეგ სხვაობა ოთხამდე გაზარდა. შეხვედრის ბოლოსკენ ოლბორგის სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა სამ წუთში სამი სამი გოლი იხილეს. შეცვლაზე შესულმა თბილისის "დინამოს" თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ 83-ე და 85-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა, ხოლო რობერტ სკოვმა 84-ე წუთზე გამოიჩინა თავი.

ამრიგად საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ორ მატჩში 8 გოლი გაუშვა და 2 გაიტანა. მომდევნო შეხვედრას გია გეგუჩაძის გუნდი სტუმრად ფარერის კუნძულების ნაკრებთან 10 ოქტომბერს ჩაატარებს.

საქართველო: კუპატაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია, შულაია, ხარაიშვილი, მოხევიშვილი (ბაშელეიშვილი 79), ჩაკვეტაძე, ზარანდია (არველაძე 54), ბერიძე (მიქელთაძე 69), არაბიძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119649