ფეხბურთი

1:00 | 6.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძაძა ვარჯიშზე დაშავდა

“ვალენსიას” თავდამსხმელმა სიმონე ძაძამ ხუთშაბათს, შუადღეს გამართულ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, იტალიელმა ფორვარდმა მუხლი იტკინა და ვარჯიშის შეწყვეტა მოუწია.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია დაზიანება და რა პერიოდის განმალობაში ვერ შეძლებს თამაშს.

26 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონი მშვენივრად დაიწყო. მან “ღამურების” მაისური 7-ჯერ მოირგო და 6 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110741