ფეხბურთი

21:50 | 5.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარსიალი "მანჩესტერ იუნაიტედის" გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევი ანტონი მარსიალი "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებმა სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მარსიალმა გამოკითხვის შედეგად ხმების 41% მიიღო, მეორე ადგილზე რომელუ ლუკაკუ (31%) გავიდა, ხოლო მესამეზე - მარუან ფელაინი.

გასულ თვეში მარსიალმა 6 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე ფრანგი ორჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121921