ფეხბურთი

16:48 | 5.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: “მინდა არგენტინის ნაკრები ჩავიბარო”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე სამომავლოდ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მუშაობის სურვილს გამოთქვამს, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ ახლა მისი ფიქრი მხოლოდ “ატლეტიკოს” უკავშირდება.

“მე მიყვარს არგენტინული ფეხბურთი. სწორედ ჩემს ქვეყანაში მივიღე პირველი საფეხბურთო გამოცდილება. მინდა ერთ დღეს არგენტინის ნაკრებში მიმიწვიონ, მაგრამ ახლა არა. ამ მომენტში “ატლეტიკოსთან” ერთად ვმუშაობ და ყოველდღიურად ვსუნთქავ ფეხბურთით”, - განაცხადა სიმეონემ.

47 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის სახელი მოიხვეჭა. შეგახსენებთ, რომ მან “ატლეტიკო” 3 წელიწადში 2-ჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თუმცა ორჯერვე მადრიდულ დერბიში დამარცხდა. გუნდთან ერთად მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი, ევროპა ლიგა და უეფას სუპერთასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120102