ფეხბურთი

14:17 | 5.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი “ტოტენჰემიდან” წასვლაზე ალაპარაკდა

ინგლისური “ტოტენჰემის” ახალგაზრდა თავდამსხმელი ჰარი კეინი გუნდის დატოვებას არ გამორიცხავს. ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ ლონდონურ კლუბში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ სხვა ქვეყნის ჩემპიონატში თამაშის შესაძლებლობაც ხიბლავს.

“არ ვამბობ, რომ ახლა ვტოვებ კლუბს. უბრალოდ, სხვა ქვეყნის ჩემპიონატში გადასვლის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ, თუმცა ქვეყნის დატოვება ჩემი მიზანი არ არის”, - თქვა კეინმა.

24 წლის მოთამაშეს ბოლო დროს ხშირად აკავშირებენ მადრიდის “რეალთან”.

მიმდინარე სეზონში კეინმა “ტოტენჰემის” შემადგენლობაში ყველა ტურნირის ჩათვლით 10 მატჩი ჩაატარა და 13 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11184