ფეხბურთი

12:19 | 5.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონს” კეროლის დამატება სურს

“ვესტ ჰემის” თავდამსხმელის ენდრიუ კეროლის დამატება “ევერტონს” სურს. ცნობილი ბრიტანული გამოცემის The Sun–ის ცნობის თანახმად, მერსისაიდელებს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეტევის გაძლიერება სურთ და მზად არიან, რომ კეროლის სანაცვლოდ 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი გაიღონ.

28 წლის ფორვარდი ლონდონურ კლუბს 2013 წელს “ლივერპულიდან” შეუერთდა. მან ამ დროის განმალობაში “ჩაქუჩების” მაისური 114-ჯერ მოირგო და 30 გოლი გაიტანა. კეროლს “ვესტ ჰემთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105739