ფეხბურთი

11:48 | 5.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” რუმინელ ტალანტს აკვირდება

ლონდონის “ჩელსი” ბუქარესტის “სტიაუას” 19 წლის შემტევ ნახევარმცველს ფლორინელ კომანს აკვირდება. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail–ი ავრცელებს.

ზემოხსენებული წყაროს თანახმად, ანტონიო კონტე რუმინელი ტალანტის თამაშს ყურადღებით აკვირდება და შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მისი დამატება მოისურვოს. ფლორინელს “სტიაუასთან” მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

კომანი რუმინეთის 21 წლამდელთა ნაკრების წევრია (5 მატჩი, 1 გოლი). მან მიმდინარე სეზონში “სტიაუას” მაისური 14-ჯერ მოირგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111369