ფეხბურთი

23:56 | 4.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთს კურზავა გამოაკლდა

საფრანგეთის ნაკრებს მარცხენა მცველი ლევენ კურზავა გამოაკლდა. “მამლების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებს და უახლოესი სანაკრებო მატჩების გამოტოვება მოუწევს.

“პარი სენ-ჟერმენის” განაპირა მცველს “მარსელის” მოთამაშე ჟორდან ამავი ჩაანაცვლებს, რომელსაც 21 წლამდელთა ნაკრებში 10-ჯერ უთამაშია, თუმცა ძირითადი ნაკრების მაისური აქამდე არ მოურგია.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები 2018 წლის მუნდიალის შესარჩევის ბოლო ორ შეხვედრას ჩაატარებს. დიდიე დეშამის გუნდი 7 ოქტომბერს ბულგარეთის ნაკრებს ესტუმრება, ხოლო სამ დღეში “სტად დე ფრანსზე” ბელარუსს უმასპინძლებს.

0.113139