ფეხბურთი

17:51 | 4.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

პიკე: “სხვის მოსაზრებას პატივი ეცით”

კატალონიის “ბარსელონას” მცველმა ჟერერ პიკემ ესპანეთის ნაკრებიდან წასვლა გადაიფიქრა. ამის შესახებ 30 წლის მოთამაშემ პრესკონფერენციაზე განაცხადა და მის გარშემო შექმნილ დაძაბულობაზეც ისაუბრა.

“ადვილი გადასატანი არ იყო ის შეურაცხმყოფელი სიტყვები, რასაც გულშემატკივართაგან ვისმენდი. არ მესმის ჩემს მიმართ ასეთი აგრესია რატომ გაჩნდა. ყველას აქვს საკუთარი შეხედულება. მეც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ. ამიტომ გთხოვთ, თითოეულ ადამიანს გაგაჩნდეთ საკუთარი აზრი და სხვის მოსაზრებას პატივი ეცით.

ყოველთვის ვამაყობ, რომ წარმოვადგენ ესპანეთის ნაკრებს. მათ არ აქვთ უფლება დამადანაშაულონ. დღეს აქ მწვრთნელის თხოვნით მოვედი, რომლისგანაც სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ. ამაყი ვარ აქ თამაშით, რადგან ეს ჩემი ოჯახია”, - განაცხადა პიკემ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრები პიკეს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ფეხბურთელმა საჯაროდ დაუჭირა მხარი კატალონიის დამოუკიდებლობას.

თეგებიჟერარ პიკე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135408