ფეხბურთი

14:53 | 4.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა გამართა

თურქეთის ქალაქ სტამბულში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობაზე არსებობის განმავლობაში პირველად ასპარეზობს. ჩვენი გუნდი ესპანეთის, გერმანიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად „ა“ ჯგუფში მოხვდა.

3 ოქტომბერს ტურნირის პირველ შეხვედრაში საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ესპანელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

ევროპირველობის მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 4 ოქტომბერს მასპინძელი, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105264