ფეხბურთი

14:24 | 4.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” და კრიშტიანუ, შესაძლოა, ფულმა დააშოროს

მადრიდის “რეალი” კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტის ფინანსური პირობების გადახედვას არ აპირებს და ეს, შესაძლოა, მხარებს შორის თანამშრომლობის ვადაზე ადრე დასრულების მიზეზი გახდეს.

მოგეხსენებათ, ზაფხულში არაერთი ჭორი გავრცელდა იმის თაობაზე, რომ რონალდუ მადრიდული გრანდის დატოვებას გეგმავდა, თუმცა როგორც გაირკვა, ამ ხმაურიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ 32 წლის მოთამაშემ კლუბს ულტიმატუმი წაუყენა და ხელფასის გაზრდა მოითხოვა. როგორც ესპანური მედია იუწყება, მას მესისთან და ნეიმართან გათანაბრებული ანაზღაურების მიღება სურს. “ბლანკოსის” ხელმძღვანელები კი არსებული კონტრაქტის პირობებიდან გადახვევას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და რონალდუს იმდენივე ხელფასს სთავაზობენ, რამდენიც ხელშეკრულებაში წერია. თუ კლუბსა და მოთამაშეს შორის შეთანხმება ვერ შედგა, შესაძლოა, “რეალს” თავდამსხმელზე უარის თქმა მოუწიოს.

პორტუგალიელს “რეალთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.110862