ფეხბურთი

18:55 | 3.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელებმა შესარჩევი ტურნირის წინ ბოლო სპარინგები გამართეს

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყების წინ ბოლო ამხანაგური მატჩები ბელარუსის ნაკრებთან გამართა. გიორგი ნემსაძის შეგირდებმა ბელარუს თანატოლებთან 1 და 3 ოქტომბერს, თბილისში იასპარინგეს და ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიში 1:2 წააგეს.

დღევანდელ მატჩში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: კუტალაძე, გიგაშვილი, ბაქრაძე, სამსონია, აზაროვი, ჩარკვიანი, მოისწრაფიშვილი, ჩოთალიშვილი, ლომთაძე, ჯანგველაძე, ქუთათელაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ბახტაძე, კაპანაძე, გელაშვილი, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი, ნონიკაშვილი, დავითაშვილი, გულიაშვილი, კვარაცხელია, ჭავჭანიძე.

ქართველთაგან გოლი გიორგი ლომთაძემ გაიტანა.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი 24-30 ოქტომბერს თბილისში ჩატარდება და საქართველოს ნაკრების მეტოქეები იტალია, მონტენეგრო და ლატვია იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102197