ფეხბურთი

13:40 | 3.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მორატას კუნთების მწვავე ტრავმა აღმოაჩნდა

ლონდონის “ჩელსის” ესპანელმა თავდამსხმელმა ალვარო მორატამ “მანჩესტერ სიტისთან” დაპირისპირებისას ტრავმა მიიღო და ორი თვე იუქმებს.

მორატამ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა, რომლის შემდგომაც მას კუნთების მწვავე დაზიანება აღმოაჩნდა.

ექიმების დასკვნით, 25 წლის მოთამაშეს ტრავმის მოსაშუშებლად 6 კვირიდან ორ თვემდე დრო დასჭირდება.

მიმდინარე სეზონში ალვარომ “ჩელსის” შემადგენლობაში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 8 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.115458