თამაშგარე

10:49 | 3.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელა მარიოს ისევ აბრაზებს

მიუხედავად იმისა, რომ ბელგიელ მოდელ რაფაელა ფიკოსა და იტალიელ შავტუხა შემტევს, მარიო ბალოტელის შორის სასიყვარულო ურთიერთობა კარგა ხანია დასრულდა, ეს წყვილი საზოგადოებას თავს პერიოდულად მაინც ახსენებს ხოლმე და ამის მიზეზი რაფაელასა და მარიოს საერთო შვილია.

მარიო ბავშვს ოფიციალურად აღიარებს და ალიმენტსაც გვარიანს იხდის, მაგრამ როგორც ჩანს, რაფაელა ცოტა უცნაური ქალია და თუ ხასიათზე არაა, მარიოს თავისი პირმშოს ნახვის საშუალებას არ აძლევს, რაც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ბელგიელ ლამაზმანს დიდად არ ანაღვლებს.

ამჟამად საფრანგეთის “ნიცაში“ მობურთალი აპენინელი თავდამსხმელი მიუხედავად იმისა, რომ ფრიად დაკავებულია, შვილის სანახავად მაინც ახერხებს ხოლმე დროის გამონახვას და როგორც ევროპული ბულვარული მედია გვაუწყებს, მარიოს კარგი მამობის სურვილი და მონდომება ხშირად იყრება წყალში. არადა, ვინ არ გაშორიებია ცოლს?...

0.122923