ფეხბურთი

22:35 | 2.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

გარსია ორ კვირას იუქმებს

“ბეტისის” ნახევარმცველი ხავი გარსია ტრავმირებულია. ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 30 წლის ფეხბურთელს ბარძაყი აქვს დაზიანებული და თამაშს დაახლოებით ორი კვირა ვერ შეძლებს.

“მანჩესტერ სიტის” ყოფილი მოთამაშე “ლას პალმასთან” გასვლაზე ფრედ დასრულებული (4:4) შეხვედრის 75-ე წუთზე დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ გარსია “ბეტისს” გასულ ზაფხულს “ზენიტიდან” შეუერთდა. მან მიმდინარე ლა ლიგის შვიდივე შეხვედრაში ითამაშა.

0.110876