ფეხბურთი

20:28 | 2.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "იტალიაში ტიტულის შენარჩუნება უფრო ადვილი იყო, ვიდრე ინგლისში"

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე “იუვენტუსში” გატარებულ პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ იტალიაში ტიტულის შენარჩუნება უფრო ადვილი იყო.

იტალიელი სპეციალისტის აზრით, ინგლისის პრემიერლიგაში ახლა ბევრად დიდი კონკურენციაა, ვიდრე მაშინ აპენინზე იყო.

“ინგლისში ტიტულის დაცვა უფრო ძნელია, ვიდრე იტალიაში. როდესაც, “იუვენტუსთან” ერთად პირველი სკუდეტო მოვიგე, “მილანთან” მძაფრი კონკურენცია მომიწია, მაგრამ მერე ტიტულის დაცვა ძნელი არ ყოფილა.

“მილანმა” ტიაგო სილვა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ში გაყიდა და მნიშვნელოვნად დასუსტდა. ინგლისის პრემიერლიგაში კი, ყველა კონკურენტი ძლიერია”, - აღნიშნა კონტემ.

შეგახსენებთ, ანტონიო კონტემ “იუვენტუსთან” ერთად ზედიზედ სამჯერ მოიგო სკუდეტო. “ჩელსის” კი გასულ სეზონში მოაგებინა პრემიერლიგა, ხოლო მიმდინარე სეზონში 13 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერებს 6 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109152