ფეხბურთი

16:52 | 2.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

სამი ცვლილება ესპანეთის ნაკრებში

ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სამი ცვლილებაა: ნახევარმცველები ხონათან ვიერა (“ლას-პალმასი”), ალვარო ოდრიოსოლა (“სოსიედადი”) და თავდამსხმელი არიც ადურისი (“ბილბაო”) გამოიძახეს. “ფურია როხას” ალბანეთთან და ისრაელთან ელის შესარჩევის მატჩები.

ეს ფეხბურთელები დანი კარვახალის, ანდრეს ინიესტასა და ალვარო მორატას ნაცვლად დაამატეს.

კარვახალს ვირუსი აქვს. ინიესტას ათი დღე გაუცდება ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო და ასევე, კუნთების პრობლემა აქვს მორატასაც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108603