ფეხბურთი

15:53 | 2.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-უელსს ესპანელები იმსაჯებენ

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევი ციკლის მეცხრე მატჩს უელსთან გამართავს. შეგახსენებთ, თამაში 6 ოქტომბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრას ესპანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი იქნება ხესუს ხილ მანსანო. 33 წლის მანსანომ ბოლოს ჩემპიონთა ლიგის მატჩი იმსაჯა: “ანდერლეხტი”-“სელტიკი” 0:3.

ლა ლიგის წინა სეზონში მანსანოს აკრიტიკებდნენ “ვილიარეალი”-“რეალის” შეხვედრის შემდეგ. “სამეფო კლუბმა” ის თამაში 3:2 მოიგო და იყო მწვავე გამონათქვამებიც, მადრიდელებს მანსანოს გადაწყვეტილებებმა მოაგებინაო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113832